Tuesday 11 September 2018

ტრენინგის  ბოლო   დღეს წარმოვადგინეთ პროექტი და  პრეზენტაცია გავუკეთეთ ჩვენ პროექტს.მივეცით უკუკავშირი ერთმანეთს .ჩვენი  საქაღალდე   ავტვირთეთ ბლოგზე.
ტრენინგი  იყო  ნაყოფიერი.ტრენინგზე ნასწავლ მასალას გამოვიყენებ სასწავლო პროცესში.მადლობა ტრენერ,შორენა ბადურაშვილს ნაყოფიერი ტრენინგისათვი.

Monday 10 September 2018

ტრენინგის მერვე  დღე
გავეცანით ფასილიტაციის ტექნოლოგიებს.ვისაუბრეთ ფასილიტაციის რესურსების შექმნაზე.ვისაუბრეთ მასწავლებლის სტანდარტულ ინდიკატორებზე.განვიხილეთ პორტფოლიოს გეგმის ჩეკლისტი,ასევე პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა.შევინახეთ სასწავლო პროექტის გეგმის   ჩეკლისტი,რათა დაგვეხმაროს შემდეგი პროექტების გაკეთებაში.დავასრულეთ პროექტის შაბლონი.


Friday 7 September 2018



ტრენინგის  მეშვიდე დღე
მეშვიდე დღე დაიწყო დაწყვილდი- გაუზიარე აქტივობით.ერთმანეთს გავუზიარეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.მივეცით შეფასება კომენტარის სახით.გავეცანით დიფერენცირებულ სწავლებას,როგორი სახის მასალები მივაწოდოთ მათ.ყურადღება გამახვილდა საკითხზე თუ როგორ შეძლონ მოსწავლეებმა თვითრეგულირების უნარის განვითარება.გავიხსენეთ გარდნერის  მრავალმხრივი ინტელექტი.

Wednesday 5 September 2018

მეექვსე დღის რეფლექსია

მოსწავლის პრეზენტაცია

ტრენინგის მეექვსე დღეს  გავუზიარეთ და განვიხილეთ მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუშები .მივეცით  ერთმანეთს  უკუკავშირი. შევქმენით შეფასების რუბრიკები.გავაზიარეთ მოსწავლის პრეზენტაცია ბლოგზე.

Monday 3 September 2018

მეხუთე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეხუთე დღეს ვიმუშავეთ წყვილებში.მივეცით ერთმანეთს მუშაობის შემდეგ უკუკავშირი. გავეცანით საავტორო უფლებებს.განვიხილეთ ინტერნეტი როგორც საძიებო   და საკომუნიკაციო საშუალება.ვისწავლეთ კომენტარის  გაკეთება, მივიღეთ საშინაო დავალება

Wednesday 29 August 2018

ტრენინგის მეოთხე დღეს ვისწავლეთ შეფასების სქემის შექმნა და ჩარჩოზე მუშაობა.ასევე ვისწავლეთ პრეზენტაციის მომზადება ჩემს სასწავლო პროექტზე.გავიხსენეთ powerpointში მუშაობა.სლაიდების შექმნა.

Friday 24 August 2018

მეორე დრის რეფლექსია

ტრენინგის მეორე დღეს მოვისმინეთ ერთმანეთის პროექტის თემები.გაუზიარეთ ერთმანეთს აზრები და მივეცით რჩევები.ვიწავლეთ ცხრილების შედგენა,დიაგრამებისა და სურათების ჩასმა.ვიმუშავეთ word-ში.შევქმენით  ბუკლეტები/მივიღეთ დავალება მომდევნო ტრენინგისთვის.ნაყოფიერი დღე იყო.